იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია. შესაბამისად, იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის შესაძლებლობა არავის აქვს. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა რაც შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს. იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს.
იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართული მარშის” სოციალურ ქსელში პოსტი გამოჩნდა, სადაც აქციის ორგანიზატორები იუსტიციის სახლის პიკეტირებას აანონსებდნე.
“პატრიოტულ ძალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის შედეგად გადაწყდა:
ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკონსტიტუციო სასამართლოს ანტიქართული გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ!
ორშაბათს, 10 დეკემბერს, დილის 9 საათიდან, იუსტიციის სახლთან იწყება პიკეტირება!
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ნაკვეთის უცხოტომელებზე რეგისტრაცია იგეგმება!
ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ!”- ნათქვამია “ქართული მარშის” განცხადებაში.