ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შშმ პირები პირადობის მოწმობებს, ერთი თვის განმავლობაში, უფასოდ მიიღებენ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, პირადობის ელექტრონულ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ.

უწყების ცნობით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია თეა წულუკიანის ინიციატივით, 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2 600 000-ზე მეტი პირადობის მოწმობიდან ნახევარზე მეტი − 1 500 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული, ამჯერად კი, აქცია სპეციალურად შშმ პირებისათვის გამოცხადდა.

იტვირთბა....