ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვის აკრძალვა გაუქმდა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა –  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეების პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელის საფუძველზე.

საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი 30 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრებმა შეიტანეს. მაშინ აიკრძალა საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა.

 

იტვირთბა....