ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა და დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

როგორც მოძრაობის წევრებმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე განმატეს, მათ ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებთ.

„ჩვენი მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენით, ასევე, იმოვაციების დანერგვის და მოქალაქეთა ჩართულობის გზით, ადამიანებისთვის პერსპექტვის გაჩენა. ვეძებთ ადამიანი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი თავსი საქმის და მეორე ჩვენ ვეძებთ ჩვენს გარშემო კეთილსინდისიერ ადამიანებს. ეს ორად ორი კრიტერიუმია აუცილებელი.მგონი ყველამ გავიაზრეთ,რომ მესიები არ არსებობენ, არ არსებობენ კეთილი მდიდარი ადამიანები ,რომლებიც ჩვენს მაგივრად მოაგვარებენ ჩვენს პრობლემებს“, – განაცხადა ელისაშვილმა, რომლის გუნდის წევრები არიან ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და სხვები.

იტვირთბა....