ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ივანიშვილი და ტვ “იმედის” მფლობელი რუხაძე აშანტაჟებენ ქვეყანას”

ივანიშვილი და ტვ «იმედის” მფლობელი რუხაძე აშანტაჟებენ ქვეყანას. ერთს ეკუთვნის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ორივეს ერთად კი კასპის ცემენტის ქარხანა. მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრეები იმუქრებიან, დავხურავთ საწარმოს და ათასზე მეტ ადამიანს დავტოვებთ უმუშევრად, თუ არ ავკრძალავთ ირანიდან იაფი და ხარისხიანი არმატურის შემოტანასო( მშენებლები რაში ადარდებთ). ცემენტის ქარხანას ასევე არ მოსწონს ირანული და სხვა ქვეყნებში წარმოებული ცემენტი რომ შემოდის ქვეყანაში.

ითხოვენ სასათბურე პირობებს, ე. წ. ანტიდემპინგური კანონის მიღებას და ამას აკეთებენ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელით.

სანამ ივანიშვილის და მისი პარტნიორის ინტერესები არ გაჩნდა, სად იყო ეს კომიტეტი?
მრავალი წელია ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ ”ოცნების” მთავრობაც კი ვერ რისკავდა მსგავსი კანონის მიღებას. ეს გამოიწვევს იაფი იმპორტის გაძვირებას ”სამამულო ეკონომიკის” დაცვის ყალბი ლოზუნგით და ასეულ ათასობით ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქონლის გაძვირებას, უხარისხო ადგილობრივი წარმოების წახალისებას და კონკურენციის შეზღუდვას, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სოეციალურ სხდომაზე, უკვე მერამდენედ იქნება ეს საკითხი მოსმენილი, რაც პროპაგანტისტული საფუძვლის შექმნაა ამ კანონპროექტის პარლამენტში გასათრევად.

ნუ დაუჯერებთ კომიტეტის ზოგიერთი წევრის და მისი თავმჯდომარის პატრიოტულ ცრემლისღვრას. ისე უნდათ ივანიშვილის შეკვეთის შესრულება, რომ კარგ ბიჭებადაც გამოჩნდნენ” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

იტვირთბა....