“ცხადია, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის და ვლადიმერ პუტინის აგენტი არ არის, ისევე, როგორც გრიგოლ ვაშაძე არ არის „კაგებეს“ აგენტი და ოფიცერი. ორივე მხარე ერთმანეთს ლანძღავდა. საერთოდ, ეს ყველაზე უარესი საარჩევნო კამპანია იყო, რომელიც საქართველოში ამ 28 წლის განმავლობაში გამართულა. პრობლემა იმდენად სალომე ზურაბიშვილში არაა, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში. ყველა წინა ხელისუფლება, ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა საბოლოოდ ერთ შედეგამდე მიდიოდა, ისინი უარს ამბობდნენ კოალიციაზე, პოლიტიკურ კონკურენციაზე, ქმნიდნენ რაღაც ფსევდოპარტიებს. ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს პლურალიზმის განვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა.
წყარო: RFE//RL