ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

CNN – აშშ შავ ზღვაში გემებს გასაგზავნად ემზადება

აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ შავ ზღვაში გემების გასაგზავნად ემზადება. მათი თქმით, ხომალდების შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციას უკავშირდება. ცნობას CNN ავრცელებს.

მათივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება თურქეთის ხელისუფლებას. თუმცა, СNN-ის კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ გემების შავ ზღვაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, მონტრეს კონვენციის მიხედვით, აშშ-მა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შესვლის შესახებ შეტყობინება ანკარას მათ გაგზავნამდე მინიმუმ 15 დღით ადრე უნდა გაუგზავნოს.

სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროპაში დისლოცირებულ აშშ-ის მეექვსე გლოტში შავ ზღვაში გეგმების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

იტვირთბა....