ინაუგურაციის საკითხზე 17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას აქტუალობა დაკარგული აქვს, – ამის შესახებ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძანებულება, რომელსაც ხელს აწერს ედუარ შევარდნაძე, განსაზღვრავს სახელმწიფო და სამთავრობო უწყებების პროტოკოლის ქცევის წესებს და არ განსაზღვრავს პოლიტიკას.
„2001 წლის ბრძანებულებაში არის რამდენიმე ფრაზა, ერთი, რომ ინაუგურაცია უნდა გაიმართოს პარლამენტის შენობაში და პარლამენტი ახლა არის ქუთაისში. მეორე, იქ საუბარი არ არის საერთოდ პრემიერ-მინისტრზე, იქ საუბარია სახელმწიფო მინისტრზე და რა ვქნათ. ჩვენ რომ მივყვეთ ამ ბრძანებულებას, მაშინ უნდა ავრიოთ სახელმწიფო სისტემა. კონსტიტუციამ თავისთავად შეცვალა ეს განკარგულება. 17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას აქტუალობა დაკარგული აქვს. ასეთ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მიიღოს ახალი ბრძანებულება”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ