ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატები გააძევეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ პელეგრინის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსი დიპლომატი ჯაშუშობდა და ქვეყნიდან გააძევეს.

გაძევებული დიპლომატი რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს ოფისში მუშაობდა.

„რუსი დიპლომატი სლოვაკეთისა და ნატო-ს ინტერესების წინააღმდეგ ჯაშუშობდა. გაძევება შეუფერხებლად და დიპლომატიური ნორმების შესაბამისად მოხდა“, – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

რუსეთის ხელისუფლება ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....