საზოგადოება სპორტი

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა

ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ACES Europe-მა, ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით. სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები.

ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.

 

 

იტვირთბა....