ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტს ტოვებს და ვენაში გადადის, მათ ამ გადაწვეტილების მიღება უნგრეთის მთავრობამ აიძულა.
უნივერსიტეტის რექტორის, მაიკლ იგნატიევის განცხადებით, მათ აღარ შეუძლიათ თავისუფლად იმუშაონ იმ ქვეყანაში, რომელსაც სახლად თვლიდნენ.
“ეს არის ტრაგიკული მოვლენა, როდესაც ევროპის შუაგულში აკადემიურ თავისუფლების შეზღუდვა ხდება. ეს უპრეცედენტოა, როდესაც აშშ-ის მიერ აკრედიტებულ უნივერსიტეტს ნატო-ს წევრი ქვეყნიდან აგდებენ“, – ამბობს იგნატიევი.
მთავრობის წარმომადგენლების თქმით კი, უნივერსიტეტმა უბრალოდ ვერ შეასრულა ახალი რეგულაციებით დაკისრებული ვალდებულებები.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. მათი ინფორმაციით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა უნგრეთის მთავრობის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ სასწავლებელს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ მილიარდელმა, ჯორჯ სოროსმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სწორედ უნგრეთში, 1991 წელს დააფუძნა.