“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ყოფილ დეპუტატ ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რურუას ხვალ დაკრძალავენ.
მისივე ინფორმაციით, პანაშვიდი დღეს, ზანდუკელის 21 -ში გაიმართება, ხვალ კი, ვერის სასაფლა დაკოს ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც მოხდება 15:00 საათზე დაკრძალვა.
“გარდამეცვალა ძმა,ნიკოლოზ რურუა.
პანაშვიდი ხვალ 5 დეკემბერს ზანდუკელის ქ 21,ხუთშაბათს 11-დან გადავასვენებთ ვერის სასაფლაოს ეკლესიაში,საიდანაც მოხდენა 3-ზე დაკრძალვა.
ასე ვამჯობინეთ დედაჩემის მდგომარეობიდან გამომდინარე” – წერს გიორგი რურუა.
ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.