ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანდეთ თქვენი კომპანიის წარმატება Financial Solution Group-ს

Financial Solution Group-ის დამფუძნებელი, დავით ლომსაძე „მეტრონომთან“ საუბრისას, იმ ძირითად წამყვან სფეროებს განიხილავს, რაც აუდიტორული კომპანიისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია.

როგორც დავით ლომსაძემ განაცხადა, კომპანიის პრიორიტეტი უმაღლესი ხარისხია.

კლიენტი კომპანიის წარმომადგენლები, ხშირად რამოდენიმე სახის მომსახურებას, აუდიტორულ მომსახურებასთან აიგივებენ. მაგ: წინა პერიოდის  ბუღალტრული ინფორმაციის აღდგენას, საგადასახადო ხარვეზების გამოკვლევას,   საგადასახადო კონსულტაციებს,  სააღრიცხვო  კონსულტაციას, მმარველობითი  აღრიცვის ელემენტების დანერგვას    ყველაფერს ამას აუდიტს არქმევენ.

მაგალითად, კანონმდებლობის მიხედვით, უკვე შეფასების სფერო გამოეყო აუდიტს, რამაც უფრო ცნობადი გახადა, რომ შემფასებელი და აუდიტორი განსხვავებული პროფესიებია.

ჩვენ კლიენტებს ვუხსნით რა სახის მომსახურება ესაჭიროება, რა მიმდევრობით და არ ვთავაზობთ „ზედმეტ“ მომსახურებებს.

მსოფლიო კრიზისების გამო, რომელიც ფინანსური ინსტიტუტების გაკოტრებით იყო გამოწვეული, დღითიდღე მკაცრდება აუდიტის სტანდარტები.  ფინანსური ანგარიშგება უფრო დეტალურად აღსაწერი გახდა.  სიახლეებს  დროულად ვითვალისწინებთ და ვაცნობთ ჩვენს კლიენტებს.

“ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე. მკაცრად ვიცავთ აუდიტის სტანდარტებს.  არ ვართ დამოკიდებული კონკრეტულ  ჯგუფზე,  რადგან მსგავს შემთხვევაში ისე კიტიკულად ვეღარ უდგები ამ ჯგუფს და არასწორ შეფასებებს აკეთებ.  10-12 წლის წინ, ერთ-ერთ დიდ ჯგუფს ვუკეთებდით აუდიტს. იმდენად შეგვეჩვივნენ, რომ ისეთი საკითხების მოგვარებას გვავალებდნენ, რაც ჩვენი საქმე არ იყო. საერთოდ, ცუდია, როცა ერთ ჯგუფზე ხარ დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ყველა სფეროსა თუ საკითხში ზომიერებაა საჭირო” – განაცხადა დავით ლომსაძემ.

რაც შეეხება ბუღალტრულ მომსახურებას, Financial Solution Group-ის დამფუძნებელმა დეტალურად აგვიხსნა, თუ რას მოიცავს ეს სფერო.

არსებობს ბუღალტრულ მომსახურების ორი ტიპი: მიმდინარე ბუღალტერია, რომელშიც შედის საგადასახადო და სააღრიცხვო თემები; წინა პერიოდის საბუღალტრო ჩანაწერების და საგადასახადო ხარვეზების გამოსწორება.

ბუღალტრულ მომსახურებაში, ასევე ერთვება ექსპერტი, რომელიც შესრულებულ სამუშაოს ამოწმებს. ანუ აუდიტორი, საგადასახადო ექსპერტი და  ბუღალტერი ერთად მუშაობენ. შესაბამისად  მაღალი ხარისხი გვაქვს და სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. მიდგომა, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია, ჩვენს საქმეში არ ამართლებს.  ვისაც თავის თავი ყოველთვის და   ყველაფერში მართალი გონია, ხშირად წაგებულია. – განაცხადა დავით ლომსაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას.

ორივე შემთხვევში, სააღრიცხვო და საგადასახადო კონსულტანტის გარდა, საქმეში იურისტიც ერთვება და იურიდიული ხარვეზების აღმოფხვრასაც ვთავაზობთ.

FSG, გარდა აუდიტორული, ბურალტრული და იურიდიული მომსახურებისა  მენეჯერული აღრიცხვის მომსახურებასაც ეწევა და ხშირად მენეჯერის ფუნქციებსაც ითავსებს.

დავით ლომსაძე კლიენტ  კომპანიაში ფუნქციების გადანაწილებას, მენეჯერულ მომსახურებასა და იურიდიულ საკითხებზე საუბრობს.

„ყველაზე დიდი პრობლემა, კლიენტ კომპანიებში, ფუნქციების გადანაწილებაა. მაგალითად ხელშეკრულება იურიდიული  დოკუმენტია,  მაგრამ   პირობების შესრულებას მენეჯერი უნდა ამოწმებდეს, აქედან გამომდინარე მენეჯერიც უნდა კითხულობდეს ხელშეკრულებას.  ამასთან დაკავშირებით კლიენტებს მენეჯმენტშიც ვუწევთ კონსულტაციებს.

არსებობს ისეთი ხელშეკრულებებიც,  როცა მეორე მხარემ არ იცის, რატომ აწერს ხელს.

ჩემი სურვილია, მენეჯერული მომსახურება წამოვწიო წინა პლანზე.

თანახმა ვარ, თუ კომპანიაში ვინმეს ჩემზე უკეთ შეუძლია მართოს საქმე, დავუთმო ადგილი და მე შევასრულო სხვა მოვალეობა, როგორიცაა ბუღალტერია და ა.შ.    მაგრამ ხშირ შემთხევაში ჰგონიათ, რომ მენეჯერები ან თვითონ უნდა იყვნენ ან მათი ნათესავები. საქმიანობის დაწყებას გაგრძელებას და განვითარებას თავის ეტაპები აქვს. ყველ საქმის დაწყება შეიძლება თუ ფული გაქვს, მაგრამ შენარჩუნება და განვითარება რთულია“ – განაცხადა Financial Solution Group-ის დამფუძნებელმა.

როგორც „მეტრონომისთვის“ გახდა ცნობილი, Financial Solution Group-ის იურისტი ეხმარება ბუღალტერს,  აუდიტორს, შემფასებელს და მენეჯერს საქმის წარმართვაში.

„მე მინდა, კარგად და კომპლექსურად მოვემსახურო მომხმარებელს. რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. არ მსურს, რომ  მიცემული პირობა,  უმაღლეს ხარისხთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, დავარღვიო“ – განაცხადა დავით ლომსაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას.

ანდეთ თქვენი წარმატება Financial Solution Group -ს.

ენდე გამოცდილს!!!

www.fsgroup.ge

FSG Linkedin -ზე

FSG Facebook -ზე

იტვირთბა....