ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ოთხი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში მე-20 მიკრორაიონშიერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, ბუნებრივი აირის ნამწვით ოთხი ადამიანი მოიწამლა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ტექნიკური ჯგუფი.

ერთი პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა, სამი კი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგოmარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ, წყლის გამათბობელი გახდა.

იტვირთბა....