პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ეს საქმე მოიგეს.
„ჩვენ ეს საქმე მოვიგეთ, ძალიან ცოტა დაგვრჩა. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ წამოაყენა პოლიტიკური მოთხოვნა, ჩვენ ვართ ერთიანი. გაუმარჯოს ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს,“ – განცხადება დუმბაძემ.
დუმბაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე საუბრობს.
დუმბაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით შეძენილ ტერიტორიებზე ისაუბრა. დუმბაძე ასევე საყდრისის აფეთქებაც გაიხსენა.
„2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ აქტივები 400 მილიონი ლარიდან გაიზარდა 2 მილიარდ ლარამდე. აი რატომ იბრძვის ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთველის გამზირზე გაერთიანებუი ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.