ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსების გამოსვლა უკვე დაიწყო და ტრიბუნაზე ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე უკვე გამოვიდნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია არ ცნობს საპრეზიდენტი არჩევნების შედეგს და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული აქვთ სცენა, ეკრანი და ხმის გამაძლიერებლები. საპატრულო პოლიციას რუსთაველის გამზირზე აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვს.