ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველად შემეშინდა, რადგან პოლიტიკური შეხედულებების გამო, შეეძლოთ ჩვენი განადგურება”

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი, მასზე და მის მეუღლეზე  თავდასხმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

შვილს ვაცილებდით ქუთაისის აეროპორტიდან, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი მოვიდა და არჩევნებში წაგება მომილოცა, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ” – განაცხადა ჩარკვიანმა

მისი თქმით, თავდამსხმელები მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ისინი ჰგავდნენ ბანდას. მე პირველად შემეშინდა, რადგან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინმეს შეეძლო ჩემი და ჩემი მეუღლის ფიზიკური განადგურება“, – განაცხადა თაკო ჩაკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოღებას ითხოვს. ამ დროისთვის კი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გაავრცელა.

შს სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა.

იტვირთბა....