ახალი ამბები მთავარი

“იმედი მაქვს ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების გადაფასება მოხდება” – აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გასული წლების განმავლობაში არ შეცვლილა და მკვეთრად აგრესიული ხასიათი აქვს დღემდე.

საქართველოს ხელისუფლება დღემდე ატარებს აფხაზეთის იზოლირების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს მცდარ თეზისებს უნერგავს აფხაზეთის ოკუპაციაზე“, – განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება.

მინდა იმედი მქონდეს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად ღირებულებების ერთგვარი გადაფასება მოხდება და საძირკველი ჩაეყრება ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარებას იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების პროცეშში შუამავლებად გამოდიან“, – აღნიშნა მან.

„შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეყოლება.

იტვირთბა....