არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ტელეკომპანია იმედს უნდობლობას უცხადებს.
საუბარია იმედის ეთერში გასულ რეპორტაჟზე, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლის ინტერვიუ, სამოქალაქო სექტორის მტკიცებით, არასწორ კონტექსტში იყო გამოყენებული.
“ჩვენ პრეტენზია გვაქვს ტელეკომპანია იმედთან, რომლებიც რამდენიმე კვირაა უკვე, ამახინჯებენ ისე ჩვენს კომენტარებს, რომ ასე ვთქვათ, სრულიად განსხვავებული სიუჟეტი გამოდის. გარკვეული ეპიზოდები ამოიღეს, იქ გაგრძელება ჰქონდა იმ წინადადებას, რომელიც რეალურად განსხვავებულ შინაარსს იძლეოდა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომენტარს აღარ მივცემთ ტელეკომპანია იმედს. თუ მათ სურვილი ექნებათ, რომ ჩვენი აზრი გაიგონ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, შეუძლიათ, რომ მიგვიწვიონ გადაცემაში და პირდაპირ ეთერში ჩვენი აზრის დაფიქსირების საშუალება გვექნება ისე, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ჩვენ რეალურად ვთქვით,” – ამბობს ლევან ნატროშვილი.
rustavi2.ge