ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქედაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს

ქედაში, სოფელ კოლოტაურში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს. ქედის მერიის ინფორმაციით, ჯვარქედის უბანში აღმოჩენილ კომპლექსში წარმოდგენილია სამი პერიოდის ძეგლი: გამოქვაბული 8 – 10 000 წლის წინანდელი, სათვალთვალო კოშკი XI – XIII საუკუნეების და ხანგძლივი პერიოდის ანტიკური ნამოსახლარი ძვ.წ V ს-დან ახ.წ V ს-მდე.

“აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი და ქედის ისტორიული მუზეუმი ერთობლივი ექსპედიციის 8 დღიანი სამუშაოების შედეგად მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი და წამოღებული მასალები თარიღდება ანტიკური პერიოდით. გვხვდება მთლიანად დაცული საკულტო დანიშნულების ფიალა, რომელიც იშვიათია ჩვენს კუთხეში. სულ სამი ეგზემპლარია აღმოჩენილი და სამივე ქედის მუნიციპალიტეტში. (კვაშტა, წონიარისი და კოლოტაური) ძეგლი მეტად საინტერესოა, იკვეთება ხანგძლივი პერიოდის ნამოსახლვარი. საბოლოო დასკვნები დაიდება სრული შესწავლის შემდეგ”, – ნათქვამია ქედის მერიის განცხადებაში.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლოტაურის ჯვარქედის უბანში აღმოაჩინეს კომპლექსი სადაც, წარმოდგენილია სამი პერიოდის ძეგლი:…

Gepostet von ქედის მუნიციპალიტეტი • Keda Municipality am Donnerstag, 29. November 2018

იტვირთბა....