ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბრიტანეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს

“ისევ ვმოქმედებდით ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. რუსეთის წინააღმდეგ იმ სანქციების დაწესებას გავაგრძელებთ, რომელსაც აუცილებლად მივიჩნევთ”, – ასეთი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ.

მისითქმით, რუსეთი ვალდებულია გაათავისუფლოს მეზღვაურები და ხომალდები.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის ორი დაჭრილია. რუსული მხარე უკრაინის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს.

 

იტვირთბა....