აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილის რეაქტიული პიარი “ქართული ოცნების ხელწერად გადაიქცევა“

„ბიძინა ივანიშვილმა დაინახა პიარის მნიშვნელობა პოლიტიკაში, ამიტომაც მივიღებთ ისეთ საინფორმაციო შტურმს, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვენატროს“, – ამის შესახებ ექსპერტმა, პოლიტიკის საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძემ „მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მართალია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პიარი ფსიქოლოგიურ ტერორზე იყო აწყობილი, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, დადებითი შინაარსის შემცველი ვიდეოები დაემატა.

„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა პიარის მნიშვნელობა პოლიტიკაში, ალბათ იმ აქტიურ პიარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, აღარ შეეშვება და საკუთარ ხელწერად აქცევს. მართალია, პიარის ძირითადი ნაწილი ფსიქოლოგიურ ტერორზე იყო აწყობილი, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ტერორს დაემატა დადებითი შინაარსის შემცველი ვიდეოების მასობრივი გამოფენა Facebook-ზე. ამ ვიდეოებში „ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მოღვაწეობის დადებითი მხარეები და მიღწევებია წარმოჩენილი. ჩემი აზრით, ეს დარჩება ქართული ოცნების ხელწერად, საპარლამენტო არჩევნებამდე. იმიტომ, რომ ხვდებიან, რამდენად რთული საპარლამენტო არჩევნები ექნებათ 2020 წელს. სიახლე, რაც იქნება, ესაა საინფორმაციო შტურმი ქართული ოცნების მხრიდან და შეძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ მოგვენატროს. ის რასაც ქმნიდა სააკაშვილის რეაქტიული პიარი, გადაიქცევა “ქართული ოცნების ხელწერად“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

იტვირთბა....