გმირთა მოედანზე გამთენიისას საათების მაღაზია “SWATCH ” გაქურდეს. წინასწარი დათვალიერებით რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების საათები და აქსესუარებია წაღებული. დანაშაულს თვითმხილველები არ ჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით უკვე დაიწყო.