პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ, “მეტრონომთან” საუბარში, ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის შესაძლო არსებობაზე ისაუბრა.
როგორც შარაშენიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გაერთიანებულ ოპოზიაციას უფრო მეტი შანსი აქვს გაძლიერების და პოლიტიკური ამინდის შეცვლის, ვიდრე მესამე ძალას.
რთული სათქმელია ვინ შექმნის მესამა ძალას ქვეყანაში. რაღაც დონეზე შედგა გაერთიანებული ოპოზიცია, რომლებმაც დაინახეს რომ ვაშაძე ლიდერ ფიგურად ჩამოყალიბდა და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ვაშაძემ მართლა მოიარა მთელი საქართველო, ამდენ ადამინას შეხვდა და ბავრი იმუშავა, ამის შემდეგ კი ჩამოყალიბდა ლიდერად. შესაბამისად არის შანსი, რომ ამ კოალიციას კიდევ დაემატონ და გაძლიერდნენ.
რაც შეეხება სხვა ძალას, საუბარი იქნება ისევ უსუფაშვილზე თავისი მუდმივი 1%-იანი რეიტინგით და არ გამოვრიცხავ, რომ შედგეს კომბინაცია და დაუმატონ ცოტა პოპულარული და პოპულისტი ალეკო ელისაშვილი. შეიძლება ეს კონფიგურაცია მოვიაზროთ. სავარაუდოდ, ამ მესამე ძალას ექნება იმის შანსი, რომ 2020 წლის არჩევნებზე მათმა წონამ გადაწვიტოს ვინ იქნება უმრავლესობაში.
გაერთიამებულ ოპოზიციას კარგი შანსი აქვს, რომ მეტდ გაძლიერდეს. როცა ამ პირობებში ტარდება არჩევნები 800 000 ხმა არ არის ხუმრობა” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატ სალომე ზურაბიშვლსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ქონდათ. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 59,52% გახდა. გრიგოლო ვაშაძეს კი ხმების 40,48% ერგო.