არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაუმორჩილებლობა მხოლოდ სააკაშვილის აზრია და არა ჩვენი” – ვაშაძე სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობის შესახებ მხოლოდ ექსპრეზიდენტის აზრია და არა გაერთიანებული ოპოზიციის. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.

ის რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. სააკაშვილის იდეას რომ ვიზიარებდე ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი”, — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს ექსპრეზიდენტმა საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატ სალომე ზურაბიშვლსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ქონდათ. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 59,52% გახდა. გრიგოლო ვაშაძეს კი ხმების 40,48% ერგო.

იტვირთბა....