ახალი ამბები ციტატა

“მინდა მივმართო ჩემს ხალხს, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე”

“მე მინდა მივმართო ჩემს ხალხს. ხალხო, თქვენ ამ წუთში ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი.

დღეს და ამ კვირებში რაც ხდებოდა, ეს არ იყო არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხალხის ნებასთან.

ეს იყო ქურდული სამყაროს, ძველი ბიჭების, აფერისტების და გარეწრების, შავი სამყაროს წარმომადგენლების, ის ხალხი, ვინც გძარცვავდათ ტრადიციულად, მთლიანად შერწყმული ამ ოლიგარქთან. ეს იყო და არის ძალადობა. ეს არის მოსყიდვა, ეს არის საარჩევნო უბნებში ფულის ღიად დარიგება, ეს ღიად დარიგება საარჩევნო უბნებზე ფულის. ეს არის დაჭრა და ცემა აქტივისტების.

დღეს იყო სროლები საარჩევნო პროცესის დროს. ეს არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია, რაც არ არის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატულება. ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები. მე არასდროს ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღეიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროთ დღევანდელი არჩევნების შედეგები. ეს არ არის კავშირი დემოკრატიულ პროცესებთან.

იმ პირობებში, როდესაც კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარველიმოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე კანონის და კონსტიტუციის დაცვა.

მე მჯერა, რომ მოვაშორებთ ამ გაუნათლებელ ოლიგარქს, ამ ფაროსანას საქართველოს სხეულს და საქართველოს გავათავისუფლებთ. მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც დღესაც გამოიჩინა წარმოუდგენელი აქტიურობა, ავიღოთ კანონის, თავისუფლების და საქართველოს დაცვა საკუთარ ხელში.

მოგიწოდებთ, ჯერ ერთი ჩვენს დამკვირვებლებს, ეს არის ეგზიტპოლი და ეგზიტპოლს ხალხი სიმართლეს შესაძლოა არ ეუბნებოდეს.

დღეს ღამე, ხვალ ღამე და ხვალინდელი დღიდან, იმის მიხედვით, რა შედეგი დადგება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ჯარებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ საჯარო სამსახურის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს.

ხვალინდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში. სირცხვილია, მრავალსაუკუნოვან ქართველ ერს ეს გაუნათლებელი, ტლუ ავადმყოფი მოაჯდეს და მართავდეს, როგორც უნდა”, – თქვა სააკაშვილმა.

იტვირთბა....