ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი: უკრაინულმა ხომალდებმა განზრახ დაარღვიეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაცია იყო პატარა ინციდენტი.

მისივე თქმით, უკრაინულმა ხომალდებმა განზრახ დაარღვიეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.

პუტინის განცხადებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. „უკრაინაში საომარი მდგომაროება ყირიმის მიერთებისა და დონბასში კონფლიქტის დროსაც კი არ გამოუცხადებიათ. ეს კი მხოლოდ პატარა ინციდენტი იყო.

უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი დაბალია. ის მეხუთე პოზიციას იკავებს ამ რეიტინგში. მას მეორე ტურში გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს. ამიტომ აუცილებელია რაღაცის გაკეთება, სიტუაციის დაძაბვა და ოპონენტებისთვის ისეთი ბარიერის შექმნა, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება „ანტირუსულ განწყობებს“ სარფიანად ჰყიდის. „უკრაინის ხელისუფლებას სხვა აღარაფერი დარჩა. მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათ ყველაფერს შეარჩენენ. რომ მოითხოვონ სადილად ახალშობილები, ალბათ მიართმევენ“, – განაცხადა პუტინმა.

 

იტვირთბა....