ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შესაძლოა, პუტინს არ შევხვდე, არ მომწონს და არ მსურს ეს აგრესია“: ტრამპი მოსალოდნელი სამიტის შესახებ

Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაბრაზებული ჩანდა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ აგრესია არ მოსწონს.

“შესაძლოა, პუტინს არ შევხვდე, არ მომწონს და არ მსურს ეს აგრესია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, ის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისგან ანგარიშს ელოდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უფრო კონკრეტულ დასკვნებს გააკეთებს.

 

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....