არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოძრაობა “არა ნაციზმს” თბილისიდან რეგიონებში ამომრჩეველი გადაჰყავთ (ვიდეო)

სახალხო მოძრაობა – “არა ნაციზმს” – ორგანიზებით თბილისიში რამდენიმე ლოკაციიდან ავტობუსებით მოქალაქეები რეგიონებში ხმის მისაცემად გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაცას “ლიბერალი’ ავრცელებს.

მათი წარმომადგენლის თქმით, ავტობუსები საჩხერის მიმართულებით მიდის და, სავარაუდოდ, 5000-მდე ადამიანის გადაყვანას გეგმავენ.

სახალხო მოძრაობის – “არა ნაციზმს” – ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძეა. არჩევნების დღეს რეგიონში ამომრჩევლის გადაყვანის შესაძლებლობაზე ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს. მათი წარმომადგენლის თქმით, ისინი აწარმოებენ სიებს რეგიონში ხმის მისაცემად წასაყვანი მოქალაქეების.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

საჩხერეში ამომრჩევლების წასაყვანად დიღომში ავტობუსებია მობილიზებული. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, რამდენიმე ავტობუსი უკვე გავიდა.ვრცლად: https://bit.ly/2Qtp8Bo#არჩევნები2018ლიბერალზემეორეტური

Gepostet von ლიბერალი / Liberali am Dienstag, 27. November 2018

იტვირთბა....