ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში მყოფ ჟურნალისტს გადაღებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტრაპაიძემ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე პირდაპირ ეთერში ჩართვას გეგმავდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ, სადაც ავტობუსების მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლების გადაყვანა რეგიონებში. ის იყო მობილური ტელეფონით და კამერით აპირებდა ჩვენთვის ლაივ რეპორტაჟის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც მან ჩართო ტელეფონი, ჩაარტყეს და არ მისცეს გადაღების საშუალება“, – განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.
მისი ინფორმაციით, ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
❌ გლდანში, ტვ პირველის ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Dienstag, 27. November 2018