მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, ნიუ-იორკიდან იმიტიმ ჩამოვიდა, რომ შემოხაზოს ნომერი 5.
ანიტა რაჭველიშვილმა მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, მმართველ გუნდს 6 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია.
მან სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს “მოღალატეობრივი” უწოდა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოს უდიდესი მტერია, რომელიც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სახით არის წარმოდგენილი.
მე არ ვარ დიდ ქომაგი ნაციონალური მოძრაობის იმ შეცდომების გამო, რაც დაუშვეს, მაგრამ იმ წლებში ძალიან ბევრი კარგი რამ იყო გაკეთებული და ამის არშემჩნევა იქნებოდა აბსურდი. მე სპეციალურად ჩამოვედი არჩევნებისთვის, ორ დღეში ნიუ-იორკში მივემგზავრები, ჩამოვედი იმისთვის, რომ შემოვხაზო ნომერი 5, არა ჩემი სიმპატიების გამო, არამედ საქართველოსთვის, უკეთესი მომავლისთვის. საქართველო, სადაც არ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც აკეთებს არაკანონიერ და მოღალატეობრივ განცხადებას. ხვალ უნდა დავუმტკიცოთ მოქმედ მთავრობას, რომ ჩვენ არ ვართ სულელები, გაუნათლებლები, რომ არ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია 6 წლის განმავლობაში, ქვეყანს პროგრესი არ განუცდია, იყო რეგრესი 6 წლის განმავლობაში. რუსეთი არის ჩვენი უდიდესი მტერი, ოკუპანტი, რომელმაც მთავრობაში დაგვისვა ადამიანები, ვინც ქვეყანას, ქართველებს ანადგურებს,” – განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.