არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: პირველი და მეორე ტურის შუალედში საშინელ კატასტროფაში მოვხვდით

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შუალედში საშინელ კატასტროფა ხდებოდა, მათ შორის, მოსყიდვა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება და გაყალბება.

როგორც ვაშაძემ “რუსთავი2-ის” ეთერში განაცხადა, გაყალბების წინააღმდეგ მთავარია ხალხის ძალა და ამომრჩევლის აქტიურობა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მეთოდისთვის მზად არის.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაცემა “არჩევანის” ეთერში აღნიშნეს, რომ ვებგვერდზე -ertoba2018.ge დარღვევების შესახებ შეტყობინებები იგზავნება. ამ ვებგვერდზე ვიდეოებისა და სხვა ინფორმაციის ატვირთვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

 

იტვირთბა....