საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისსა და ბათუმში, დევნილთა საცხოვრებელი 19 შენობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნულ ობიექტებში, ჯამში, 750-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც სხვენები, სარდაფები, დერეფნები და სხვა საერთო სარგებლობის ფართები უკანონდებათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მცხოვრებ 57 დევნილ ოჯახს ესტუმრა და დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ეს საკითხი დევნილებს წლების განმავლობაში აწუხებდათ, ქვეყნის მასშტაბით 400-მდე ობიექტია, სადაც 20 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მომავალში ყველა ობიექტის ამხანაგობას, რომელიც შესაბამის ნახაზს წარმოადგენს, საერთო სარგებლობის ფართები დაუკანონდება.
საერთო სარგებლობის ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტები, დევნილთა განსახლების ობიექტებში თავიანთ პროგრამებს უკვე სრულად განახორციელებენ.
ობიექტების ჩამონათვალი :
თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N44
თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N134ა
თბილისი, ვარკეთილი-3, IIმ/რ, კორპუსი 20ა
თბილისი, ფერაძის ქ N3, კორპუსი 2
თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.N13
თბილისი, გორგასლის ქუჩა, III შესახვევი, N3
თბილისი, ვეკუას N2
თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი N70 (გურამიშვილის ჩიხი N9)
თბილისი, ჩუბინაშვილის ქუჩა N30
თბილისი, გიგო ზაზიაშვილი ქ. N 13ბ
თბილისი, გურამიშვილის გამზ. N70, კორპ 5
თბილისი, ზესტაფონის ქ. N 1
თბილისი, ხიზაბავრის ქ. N41
თბილისი, ბაქოს ქ. N 1ა
თბილისი საბურთალო ქ. მიცკევიჩის ქ. N19
წყნეთი, თამარ მეფის ქუჩა
წყნეთი, ერეკლე II ის ქ. N14
წყნეთი, გ. შერვაშიძის ქ.N18
ბათუმი, ლეონიძის ქ. N15