HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორის, ვასო ურუშაძის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს, ეკონომიკის სამინისტრო განცხადებითვე ეხმაურება.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “ვიზეარის“ საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “ვიზეარის“ საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ჩანს, „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელები და მათ უკან მდგარი პირები არ იცნობენ საქართველოს საავიაციო კანონმდებლობას და შეთანხმებას „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.“ – ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.