ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

მერკელი პუტინს მოუწოდებს, რომ დაკავებული ეკიპაჟის წევრები გაათავისუფლოს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი შედგა.

ანგელა მერკელი რეგიონში ვითარების დეესაკალციის აუცილებლობას უსვამს ხაზს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

კანცლერი ასევე მოუწოდებს ვლადიმერ პუტინს, გაათავისუფლონ დაკავებული ეკიპაჟის წევრები. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ბერლინი უკრაინის ხელისუფლებაზე იქონიებს გავლენას, რათა შეაკავოს კიევი შემდგომი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან.

საუბრისას მოსკოვმა კიევი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....