ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლ ვაშაძე: “მე საბჭოთა დიპლომატი ვიყავი და არა რუსეთის”

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ის არა რუსეთის, არამედ საბჭოთა დიპლომატი იყო.

იმიტომ არ ვარ, რომ არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროფესიული დიპლომატი, საბჭოთა კავშირის დელეგაციის წევრი განიარაღების კონფერენციაზე, იყო დაკავებული განიარაღების თემატიკით და ამავე დროს იყო რომელიღაც სპეცსამსახურის წევრი, რადგან ეს ორი პროფესია აბსოლუტურად შეუთავსებელია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ ის აგენტი იყო, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი რუსეთის ინტერესები ყოფილა.

„მე თუ ის ვარ, ვისაც ძალიან პატარკაციშვილის ტელევიზია მაბრალებს, მაშინ ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშია, თუ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში არ არის, მაშინ ძალიან პატარკაციშვილის ტელევიზია მე ტყუილად მაბრალებს ამას“, – აცხადებს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ცდილობენ, მისი შვილები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართონ.

მიფორთხავენ ჩემს პირად ცხოვრებაში და რატომღაც, ცდილობენ, კამპანიაში ჩემი შვილები ჩარიონ, ამ ძალიან ევროპელებმა, ისეთმა ევროპელებმა, რომ პირდაპირ აღარ შეიძლება მეტი. ჩვენ ხომ საზიზღარი პოსტსაბჭოთა პროვინციალები ვართ და ესენი ძალიან ევროპელები არიან და შვილები უნდა ჩაერიონ კამპანიაში“ – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....