ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე მაქვს წერილობითი ფაქტები, რომ ბანკიდან 4 მილიონის გამოძალვა მოხდა”

“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” “ომეგა” ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი არ აღიარებს 4 მილიონის გამოძალვას, თუმცა მას აქვს  წერილობითი ფაქტები, სადაც გარკვევითაა აღნიშნული, რომ ეს პირობები არის მიმართული ფინანსთა სამინისტროსთან.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობდა ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის ხელოვნური ბარიერები შეექმნა, რათა ისინი ბაზრიდან გამქრალიყვნენ. გადაცემაში საუბრისას ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბიზნესექტორის დამორჩილებას ცდილობს, ხოლო ვინც დათმობებზე არ მიდის, ხელოვნურ პრობლემებს უქმნიან.

იტვირთბა....