ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსამსახურის უფროსი მაი კოციანჩიჩი უკრაინა რუსეთის დღევანდელ საზღვაო დაპირისპირებაზე ინფორმაციას ავრცელებს.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა სასწრაფოდ გაათავისუფლოს გემები და ბორტზე მყოფი პერსონალი”- განაცხადა კოციანჩიჩმა.
მისი თქმით, მოგერინიმ დაპირისპირების საკითხი სხვადასხვა წრეებში განიხილა.
კოციანჩიჩის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას ფართო საერთაშორისო მასშტაბით იმისათვის, რომ რუსეთმა მიიღოს ადეკვატური პასუხი.
თქვენ ალბათ იცით, რომ ევროკავშირი არ ცნობს და არც მომავალში ცნობს ყირიმს და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს რუსულ ანექსიას ყირიმის ნახევარკუნძულზე” – განაცხადა მოგერინის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.