ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსების მიერ დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების ფოტოები ვრცელდება

სოციალურ ქსელში უკრაინელი მოქალაქეების ფოტოები ვრცელდება, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა, ოდესიდან მარიოპულისკენ მიმავალი სამი გემის დატყვევებისას, მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ რადას დეპუტატმა გერაშენკომ განაცხადა.

“მშვენიერი კურსანტები, ამ არაადამიანმა რუსებმა დაჭრეს და ტყვედ აიყვანეს. ვლოცულობთ, და სასწრაფოდ, მათ გათავისუფლებას მოვითხოვთ” – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....