უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის ამოქმედების შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვისა საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
ამოქმედდეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ზომებზე და უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების თაობაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას სამხედრო მდგომარეობის შემოღების პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაცემის თაობაზე.
განკარგულების თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს – 2018 წლის 26 ნოემბრიდან 2019 წლის 25 იანვარის ჩათვლით.
სამხედრო მდგომარეობა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს, რომელიც დღეს იკრიბება აღნიშნული საკითხის განსახილველად.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.