მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი ველისციხელებმა სოფლიდან გააძევეს. მოსახლეობა მას ტყუილი დაპირებების გამო დაუპირისპირდა, რის გამოც მას სოფლის დატოვება მოსთხოვეს. ადგილობრივების თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგებლები ადგილობრივებს ატყუებენ და 400-ლარიან პენსიას ჰპირდებიან.
მათივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების დროს ველისციხეში ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განხორციელდა, ამიტომ მათ ნაციონალული მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნდება არ სურთ.
მოსახლეობის ბრალდებებზე “ქრონიკამ” დავით სააკაშვილთან გასაუბრება სცადა, თუმცა “იმედის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებას სააკაშვილმა არ უპასუხა და მისმა ხარდამჭერებმა, ის ფაქტობრივად, მანქანაში გამოკეტეს.