საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ყოფილ გენერალურ პროკურორზე ზურაბ ადეიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, თუკი ადეიშვილი ვინმეს ავიწროებდა და ბიზნესმენებს რამეს თხოვდა, ყველაფერს სიღნაღისა თუ ბათუმის ასაშენებლად აკეთებდა.
“რა თქმა უნდა, არ ვამართლებ, მაგრამ ზურაბ ადეიშვილი თუ ვინმეს, ავიწროებდა და ბიზნესს თუ რამეს სთხოვდა, ამას სიღნაღის, ბათუმის ასაშენებლად აკეთებდა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს არ არის პროკურორის საქმე, მაგრამ ის ზურაბ ადეიშვილს ფარცხალაძესა და უჩა მამაცაშვილს არ შეადარებს. “ივანიშვილმა გააკოტრა საქართველოს რკინიგზა. ქვეყნიდან სამი მილიარდი წაიღო, ბოლო ორი წლის განმავლობაში. პროკურორები არასამთავრობოების მიერ უნდა დაინიშნონ… ვეღარავინ, ვერავის, ვერაფერს გამოსძალავს. ყველაფერი დალპა, აყროლდა და ამისგან გამოსავალს სთავაზობს გია ვაშაძე ქვეყანას”, – განაცხადა სააკაშვილმა.