რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, მარია ზახაროვამ განცხადება გაავრცელა, სადაც მან განაცხადა, რომ დონბასში მშვიდობა უკვე დამყარებულია და ახლა ქერჩის დროა.
უკრაინის ნაწილებად გახლეჩვის შემდეგ პოროშენკო და მთელი მაიდნის კამპანია, ისევე როგორ ამას ახლა სააკაშვილი აკეთებს, მოგვიანებით მსოფლიოში იმოგზაურებს და დემოკრატიის სიკეთეებზე ისაუბრებს. დონბასში მშვიდობა უკვე დამყარებულია. ახლა ქერჩის დრო მოვიდა”, – აცხადებს ზახაროვა.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.