უკრაინულ ტელეკომპანია „მეხუთე არხის“ ეთერში, ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მძევლად აყვანილი უკრაინელი სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს.
მისივე თქმით, დაჭრილ სამხედროებს ოპერაცია ჩაუტარდა.
ჩვენი ინფორმაციით, სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს. მათი მდგომაროება მსუბუქი არ არის, ჩაუტარდათ ოპერაციები. ჩვენ გვაინტერესებს დაჭრილთა რაოდენობა, რადგან გვქონდა ინფორმაცია ექვსი დაშავებულის შესახებ. ისმის კითხვა, სად არიან დანარჩენები? როგორია მათი მდგომარეობა?“, – აცხადებს ბაბინი.
ბორის ბაბინის ინფორმაციით, რუსეთში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
მანამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ სამი დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ქერჩის საავადმყოფოში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.