ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

უკრაინის ელჩი საქართველოში: “რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ღია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”

საქართველოში უკრაინის ელჩმა ოლეგ დოლგოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დამწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რაც გუშინ ვიხილეთ იყო ღია და შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

შევხვდები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა მოვახსენო აგრესიის იმ აქტზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ იყო ჩადენილი შავი ზღვის აკვატორიაში. შავი ზღვა ჩვენი საერთო ზრუნვის საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან უსაფრთხოების ვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შავი ზღვის სხვა სახელმწიფოებისთვის. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ღია აგრესია იყო. ეს იყო ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. სამი გემი და 23 მეზღვაური დაკავებული იყო ФСБ-ს ძალების მიერ. ჩვენი ინფორმაციით, ექვსი მეზღვაური დაჭრილია. უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს ქმედება რუსეთის აგრესიული ქმედებების გაფართოებაა“, – განაცხადა ოლეგ დოლგოვმა.

 

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....