ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი “ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება.
ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს აზოვის ზღვაში და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენ მეგობარსა და პარტნიორს. უკრაინა, საქართველო შენთანაა“– წერს ქეთევან ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.