ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

წყალმა 150 დელფინი ნაპირზე გამორიყა

როგორც ახალ ზელანდიური რადიო New Zealand იტყობინება, ახალ ზელანდიაში, კუნძულ სტიუარტზე წყალმა 150 დელფინი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე ეკოლოგები ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა მათ დელფინების თითქმის ნახევრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯერჯერობით ასეთი მასობრივი გამორიყვის მიზეზებზე ცნობილი არაფერია. მეცნიერები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ, მათ შორის გაურკვეველ ავადმყოფობას, ან ექსტრემალურ ამინდს.

იტვირთბა....