2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, პოლონეთის წარმომადგენელმა, როქსანა ვეგელმა გაიმარჯვა. კონკურსი ბელორუსის დედაქალაქში, მინსკში გაიმართა. ვეგელის სიმღერამ Anyone I Want To Be ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.
მეორე ადგილი დაიკავა ფრანგულმა დუეტმა. მესამე ადგილი ავსტრალიის წარმომადგებელი გავიდა.
საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი 144 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა.