აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოლაშვილის მამა: მათ ვინც სულხანს თავდებში უდგებოდა, სააკაშვილმა ჩარეცხილები უწოდა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, მალხაზ მოლაშვილის განცხადებით, ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ტრიალებს, ოდესმე უნდა გამოსწორდეს.

როგორც მან თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, როდესაც სულხან მოლაშვილი დააკავეს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, 150-მა ადამიანმა, მუსიკოსებმა, პოეტებმა, სპორტსმენებმა, წერილით მიმართეს სააკაშვილს, რომ თავდებით უდგებოდნენ სულხან მოლაშვილს. სააკაშვილმა მათ ჩარეცხილები უწოდა.

„აქამდე როგორ დავბორიალობდი ამ ქვეყანაზე, არ ვიცი. „პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებით, რაღაც იმედი ჩამესახა. შვილს ვინ გამიცოცხლებს, მაგრამ ის უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში ტრიალებს, ოდესმე ხომ უნდა გამოსწორდეს. როდესაც სულხან მოლაშვილი დააკავეს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, 150-მა ადამიანმა, მუსიკოსებმა, პოეტებმა, სპორტსმენებმა, წერილით მიმართეს სააკაშვილს, რომ თავდებით უდგებოდნენ სულხან მოლაშვილს. სააკაშვილმა მათ ჩარეცხილები უწოდა. ჩარეცხილი ვიცით, რა არის. ერთმა ვინმემ, დიდმა თუ პატარამ, ვიგინდარამ, როგორ გაბედა, როდესაც ასეთ პატივსაცემ და ძვირფასს პიროვნებებს ჩარეცხილები უწოდა. მაშინ ამდენი ხალხი რომ გამოსულიყო, იმის შემდეგ, რა უბედურებაც დატრიალდა, აღარაფერი იქნებოდა. ეს ხალხი სულხან მოლაშვილის დასაცავად კი არა, იმ 150 კაცის პატივსაცემად უნდა გამოსულიყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოვისმინე ტელევიზიით, რომ გიორგი ვაშაძემ თქვა, 20 ათასი კაცი გამოვყავით, რათა არ გააყალბონ არჩევნებიო. ჩვენ, ამ უბედურების მომსწრეებს გაყალბება რაღად გვინდა. გაყალბება ვის უნდა, ვიცით. ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრი ვარ და აბა ვინმემ გაბედოს არჩევნების გაყალბება, ამ ხალხს, გაყალბება არ სჭირდება. მინდა, მივმართო ვაშაძეს, რომ 2 ათასი კაცი რომ გამოვყო, მათთან ერთად მე მიანგარიშოს. არ დავუშვებ, თქვენც არ დაუშვებთ არჩევნების გაყალბებას“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

იტვირთბა....