პანკისის ხეობის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია დასრულდა. თემირლანის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებისგან აღიარებას ელის.
“მე და ზაზა ვრჩებით აქ. სანამ იმ ჩვენ ყველა შეკითხვას არ გაეცემა პასუხები, სანამ ის ყველა ადამიანი არ დაისჯება ვისაც მიუძღვის დანაშაული, ვინც არის ამ დანაშაულებში ჩარეული, ყველა ის ადამიანი დაისჯება და შემდგომში მე და ზაზა აქედან წავალთ. მანამდე ჩვენ აქედან არსად წამსვლელები არ ვართ. უკვე ერთ თვეში შესრულდება ერთი წელი. მე ველოდები ამ ხელისუფლებისგან აღიარებას, შეცდომის აღიარებას. სახელმწიფომ უნდა აღიაროს შეცდომა. მაგათ აქვთ დრო 26 დეკემბრამდე. შემდგომში ვეცდები ჩავრიო სხვა სახელმწიფოს ლიდერები,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ამავე თემაზე: მაჩალიკაშვილის დედა: ერთი წელია ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან აღიარონ თავიანთი დანაშაული.